ბავშვების/მოზარდების ძალადობრივი ქცევის გაგება

 მირანდა თეთრაძე

ძალადობა ბავშვებში/მოზარდებში სერიოზული პრობლემაა. ამიტომ, აუცილებელია, ამ პრობლემის შესახებ ინფორმირებულნიიყვნენ როგორც მშობლები, ისე მეგობრები და ის უფროსი ასაკის ადამიანები, რომლებთანაც აქვთ ბავშვებს/მოზარდებს ურთიერთობა.

ძალადობის ფაქტებს ადგილი აქვს ხოლმე, როგორც სკოლის ასაკის, ასევე მცირეწლოვან ბავშვებშიც.  მშობლები (და ყველა ის ადამიანი), რომლებიც ამ ფაქტის მომსწრენი არიან, ხშირად უყურადღებოდ ტოვებენ ძალადობრივ ქმედებას. მათ ხშირად იმისა იმედი აქვთ, რომ „ბავშვია, გაიზრდება და გაუვლის“. რეალურად კი, ბავშვებში ძალადობის გამოვლენა, ნებისმიერ ასაკში, მნიშვნელოვან ყურადღებას საჭიროებს. ეს პროცესია, და არა უბრალოდ ერთჯერადი შემთხვევა, რომელიც სწრაფად გაივლის.

Read the rest of this entry

ცემა VS სიტყვა

მირანდა თეთრაძე

დასაბამიდან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა
(იოანეს სახარება: 1.1)
არ უნდა ჩაერიო ბავშვის აღზრდაში, თუ არ იცი, როგორ უნდა წაიყვანო იგი
/ჟანჟაკ რუსო/
 

– რომელია, შენი ცხოვრების, ყველაზე ლამაზი პერიოდი? – ბავშვობა…

ამ კითხვაზე ზრდასრული ადმაინების უმრავლესობას, ალბათ, სწორედ ეს პასუხი ექნება; ეს გასაკვირი არც არის , ბავშვობა ყველაზე გულუბრყვილო, ყველაზე ბედნიერი და ლაღი პერიოდია. ეს ის ერთადერთი დროა, როცა შენი თავი შენ არ გეკუთვნის და ეს გსიამოვნებს!

თუმცა საქართველოში (და სხვა მრავალ ქვეყანაშიც), ძალიან იშვიათია ადამიანი, რომელსაც ბავშვობის უდარდელობასთან ერთად არ გაახსენდეს ის, თუ როგორ სჯიდა/სჯიდნენ მშობლები. დასჯაში იგულისხმება არა მხოლოდ საყვედური, არამედ ფიზიკური ზეწოლაც. დასჯის ეს უკანასკნელი ფორმა, სამწუხაროდ, დღესაც აქტიურად გამოიყენება ბავშვებთან მიმართებაში. ბევრ მშობელს ჰგონია, რომ შვილი მისი საკუთრებაა და მის გარდა არავის აქვს უფლება ჩაერიოს ბავშვის აღზრდაში (და ეს ასეც არის!)  მაგრამ… არის ერთი სამომავლო პრობლემა, რომელიც არა მხოლოდ მშობელს, არამედ საზოგადოებასაც ეხება. მსგავსი ტიპის აღმზრდელებს ავიწყდებათ, რომ მოვა დრო, როცა ეს „საკუთრება“ დამოუკიდებელი, სოციუმის სრულფასოვანი წევრი გახდება და ბავშვობაში მიღებული ფსიქოლოგიური ტრავმები მის მფიქიკაზე შესაძლოა ძალიან ცუდად აისახოს, რასაც თავისთავად უარყოფითი შდეგები მოჰყვება:  უკეთეს შემთხვევაში – მისთვის,  უარესში კი  – საზოგადოებისთვის.  Read the rest of this entry

ბავშვებზე ემოციური ძალადობის იდენტიფიცირება

ქეთი ენუქიძე

სტუდენტი

ემოციური ძალადობა-ეს ნებისმიერი ქმედებაა,რომელიც იწვევს ემოციურ დაძაბულობას და მოქმედებს ბავშვის შემდგომ ემოციურ განვითარებაზე. ძალადობის ეს ფორმა ყველაზე რთულად ამოსაცნობია. Read the rest of this entry

ძალადობა, როგორც ხელოვნება და როგორც დანაშაული

18 წლის ავღანელი ბიბი აიშა ალბათ ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ მისი ფოტო ჟურნალ “თაიმის” გარეკანზე მოხვდებოდა. ვერც ის ვერ უნდა წარმოედგინდა, რომ მისი სურათი 2010 წლის საუკეთესო ფოტო ნამუშავარი გახდებოდა. ავღანელი ბიბი აიშა ძალადობის გამო ქმარს გაექცა და მშობლების ოჯახს დაუბრუნდა. ერთ ღამეს თალიბანმა მას სახლში მიაკითხა და ბიბის სასამართლოსთვის გადაცემა მოითხოვა. სასამართლოს ვერდიქტის განსახორციელებლად ბიბი მაზლმა გააკავა, ქმარმა კი, ყურები და ცხვირი მოაჭრა. გოგონა ამერიკელმა სამხედროებმა გადაარჩინეს. მას ქირურგიული ოპერაცია დაჭირდა და დღეს ის ამერიკაში ცხოვრობს. მის შემთხვევას მყისვე გამოეხმაურა მსოფლიო პრესა და ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციები. დავობდნენ იმაზეც, თუ რამდენად ეთიკური იყო მისი სურათის დაბეჭდვა თაიმის გარეკანზე.

  Read the rest of this entry

ძალადობა: მიზეზები და შედეგები

საქართველოს კანონი „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ ნათლად განმარტას ძალადობას და მის სხვადასხვ სახეს. მაგალითად:

  •  ფიზიკური ძალადობა  ეს არის ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების  დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს ოჯახის წევრის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს;

Read the rest of this entry

გაეროს კვლევის შედეგები ბავშვთა მიმართ ძალადობაზე

ვიდეო ლექციებს ატარებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი ნუგზარ აბაკელია. იგი მიმოხილავს ბავშვთა ძალადობის შესახებ გაეროს კვლევის შედეგებს მსოფლიოს მასშტაბით

ბავშვთა დახმარების ცხელი ხაზი

ბავშვთა დახმარების ცხელი ხაზი ე.წ. “ჰელპლაინი”  “ბავშთა დახმარების ცენტრის” ფარგლებში არსებული, ბავშვთა უფლებების დაცვისკენ ორიენტირებული სერვისია. სერვისის მიზანია მინიმუმამდე დაიყვანოს ბავშვის დაცვის და უსაფრთოხოების დარღვევის რისკი, უფრო მარტივად და სწრაფად მოხდეს ძალადობის მსხვერპლთა იდენტიფიცირება და ეფექტური ინტერვენციის უზრუნველყოფა

თუ განიცდით ძალადობას ან ძალადობის რისკის ქვეშ იმყოფებით, თუ გსმენიათ ძალადობა განცდილი ან რისკის ქვეშ მყოფი ბავშვის შესახებ, მაშინ დარეკეთ ორგანიზაცია phmdf-ის ცხელ ხაზზე 80 65 ან მიწერეთ წერილი – helpline@phmdf.ge

ინფორმაცია ცხელი ხაზის სრულ მომსახურებაზე იხილეთ აქ.

ცხელი ხაზი ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ – 309 903

UNIFEM (გაეროს ქალთა ფონდი) და ფორმულა კრეატივი. ცხელი ხაზი ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ 309 903

 

 

მესამე სექტორი, რომელიც აქტიურად მუშაობს ძალადობის საკითხებზე

საქართველოში 14 000 მდე არასამთავრობო ორგანიზაციაა რეგისტრირებული. ექსპერტთა შეფასებებით მათგან მხოლოდ 1500-ია მოქმედი. ქვემოთ მოკლედ ჩამოვთვლით იმ არასამთვრობო ორგანიზაციებს, რომლებიც აქტიურად ახორციელებნ პროექტებს, ატარებენ კვლევებს ძალადობის საკითხთან დაკავშირებით:

  • კავშირი “საფარი” – ორგანიზაციის ხელმძღვანელია ნატალია ზაზაშვილი. დაარსების წელი – 2001. მისამართი – თბილისი, ვერიკო ანჯაფარიძის ქ. #9, საკონტაქტო ტელეფონი –  (995 32) 2 22 06 89 , ორგანიზაციის საქმიანობა –  ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაცია; ორგანიზაციას ასევე გააჩნია დახურული ტიპის თავშესაფარი ქალებისა და ბავშვებისათვის

Read the rest of this entry

სახელმწიფო ორგანოების ჩართულობა ძალადობის საკითხებში

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების განვითარების მინისტრის ერთობლივი ბრძანება „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების შესახებ“ შეესაბამება და სრულად პასუხობს 2008-2011 წლების ბავშვთა სამოქმედო გეგმას. მიმართვიანობის სისტემის პილოტირება განხორციელდა საქართველოს 8 ადმინისტრაციულ ცენტრში.

ბავშვთა დაცვის სისტემის დანერგვაში ჩართულია შემდეგი სამთავრობო უწყებები:

Read the rest of this entry

Follow

Get every new post delivered to your Inbox.